Tuesday, July 13, 2010

რვაფეხა ორაკული

ამ განათლებულ, მეცნიერების საუკუნეში ადამიანებს კიდევ სჯერათ ორაკულისა და საფეხბურთო მატჩების შედეგების გასაგებად რვაფეხას მიმართავენ. როგორც ჩანს, ადამიანებს იმდენად ეშინიათ იმისა, რომ სამყაროს ბატონ-პატრონები შეიძლება მხოლოდ თვითონ არიან და არა რაღაც ზეცნობიერი, რომ მსგავს რამეებსაც კი დაიჯერებენ, ოღონდ მარტოსულად არ იგრძნონ თავი.