Monday, August 30, 2010

ვინ იყო ბარაბა?

ბარაბა ნიშნავს "ღვთის შვილს", წოდება იყო, ხოლო სახელად მას იესო ერქვა. და პილატესთან შეკრებილი ხალხი ყვიროდა "მოგვეც ჩვენ ბარაბა"
არამეულად ნიშნავს "ღვთის შვილს", ძველ აღთქმაში არაა მოხსენიებული რა თქმა უნდა, ახალ აღთქმაში, კი. განმარტება არ ჭირდებოდა, რომ ღვთის შვილს ნიშნავსო, ისედაც ცხადი იყო. უფრო ზუსტად, სიტყვაში "ბარ-აბბას" ბარ შვილს ნიშნავს, "აბბას" სახელიცაა, მამასაც ნიშნავს და უფალს მიემართებოდა ლოცვის დროს. თვითონ ბარაბა იყო იუდეველთა აჯანყების მეთაური რომაელების წინააღმდეგ. ანუ ებრაელები მხსნელს ფიზიკური გაგებით რომ ეძებდნენ და იესო ქრისტეს რომ მიიჩნევდნენ რომაელებისგან მხსნელად, სინამდვილეში იესო ბარაბა იყო აჯანყების მეთაური. სიტყვის "იეშუა" ეტიმოლოგიად კი ითვლება "იაჰვე, ანუ მამაღმერთი გადაგვარჩენს". ამიტომ ბარაბას გადარჩენა რომ ითხოვეს ებრაელებმა, ეს შეიძლება სულაც არა იმიტომ, რომ ქრისტეს გადარჩენა არ უნდოდათ, არამედ იმიტომ რომ ბარაბას გადარჩენა უნდოდათ, ამ შემთხვევაში მათ სულიერ და ფიზიკურ ხსნას შორის გააკეთეს არჩევანი და ეს უკანასკნელი არჩიეს პირველს.