Tuesday, August 3, 2010

ბარსელონა, დღე მეორე - საგრადა ფამილია

ვფიქრობ, რა გავაკეთო, პირველ რიგში დავგეგმე ამ ერთი კვირის განმავლობაში, სად უნდა წავიდე, რომ რაც უფრო რელევანტურია ჩემთვის, იმათი ნახვა მოვასწრო სწორედ.
კვირა დღე თავისუფალი მაქვს, კონფერენცია მხოლოდ ორშაბათს იწყება, ამიტომაც მთელი დღე დავდიოდი ქალაქში.
ქუჩაში ყველგან შეიძლება ნახო წარწერა: La ciudad de Gaudi. პირველად ამიტომაც გახსენდება საგრადა დე ფამილია, მუდმივად მშენებარე და მუდმივად მაინც მიმზიდველი ყველასთვის.
არ მიფიქრია, რომ კოშკებში ავძვრებოდი და რომ ამ კოშკებს ფანჯრები ექნებოდათ და მე თანდათან ჩამოსვლა მომიწევდა ქვემოთ ფეხით. ჰოდა, ჩემს ფრიალა კაბასთან ერთად რა დღეში ვიქნებოდი. :))))
ქვემოთ, მუზეუმში ვნახე გაუდის ქანდაკება - დეგენერატები. საინტერესო ქანდაკებაა. იდიოტების ქანდაკება სიყვარულით გაკეთებული. :)
ბუნებისგან შთაგონებული გაუდი ხშირად არამხოლოდ ანთროპომორფულ გამოსახულებებს, არამედ ცხოველებს და მცენარეებს გამოსახავდა. ბარსელონაში ყველგან ნახავთ მისი ჭრელი ხვლიკის მოზაიკის სურათებს ტურისტებისთვის. საგრადა ფამილიაში ცალკე არსებობს პატარა მუზეუმი "გაუდი და ბუნება", სადაც ჩანს, თუ როგორ კარგად იცნობდა გაუდი ბუნების კანონებს.
და რა თქმა უნდა კრიპტოგრამა, რომლის ციფრები 14 სხვადასხვა შემთხვევაში, 4 სხვადასხვა ციფრი ქმნის ჯამს - 33.
იმავე დღეს წავხეტიალდი გაუდის პარკში, არა პარკის, არამედ მისი სახლ-მუზეუმის სანახავად. ჭეშმარიტად გამორჩეული ადამიანის საცხოვრისია.

ბარსელონა, დღე პირველი

ბარსელონაში ჩავედი შაბათს, 24 ივლისს, დაღლილი ვიყავი, მაგრამ მაინც წავედი ქალაქის დასათვალიერებლად. რა თქმა უნდა, პირველ დღეს არც მესმოდა, სად მივდიოდი და რას ვაკეთებდი. ვისეირნე რამბლაზე,ვნახე ქსიტეფორე კოლუმბის ძეგლი, რომელსაც ხელი გაშვერილი აქვს არა დასავლეთის, არამედ სამხრეთის მიმართულებით. მას ხომ ეგონა, რომ ინდოეთში მიდიოდა და თავიდ კი ამერიკაში ამოყო. თუმცა, ზოგიერთის მოსაზრებით, ძალიან კარგადაც იცოდა, სად მიდიოდა.
შემდეგ გავედი სანაპიროზე, პორტში, სადაც ვნახე როგორ აჭმევდნენ ადამიანები თევზებს ხელით და უყურებდნენ, როგორ ებრძოდნენ თევზები ნადავლისთვის ერთმანეთს, როგორ სიამოვნებს ადამიანებს ბრძოლის ყურება. გინდა კორიდა იყოს ეს და გინდაც თევზების ჭიდილი გადარჩენისთვის. ჩიტებსაც კი ერეოდნენ და საკვებთან არ უშვებდნენ.
ბედნიერი ერია ესპანელები, დასავლეთ ევროპელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბები არიან ალბათ, მაგრამ მაინც უხარიათ ცხოვრება. ადამიანები ძალიან კომუნიკაბელურები არიან, რომელ ესპანელსაც არ უნდა სთხოვო, გზა მიგასწავლოს, აუცილებლად აგიხსნის და სანამ არ დარწმუნდა, რომ გაიგე ნამდვილად, მანამ არ მოგეშვება. ზოგჯერ შეიძლება თანაც გამოგყვეს. ეს თვისება მარტო იმით არ არის გამოწვეული, რომ ქალაქის ეკონომიკის დიდი წილი ტურიზმზეა დამოკიდებული და რომ ეს ყველა მოქალაქეს შეგნებული აქვს, არა, უბრალოდ ხალხია ამდაგვარი. არა მგონია, რომ რამდენადაც არ უნდა ჰქონდეს ჩვეულებრივ მოქალაქეს ტურიზმის როლი მისი ქვეყნის ეკონომიკაში, ამან გადააწყვეტინოს ყველას კარგად მოექცეს. როგორც წესი, ამდენი უცხოელის დანახვა ევრპელებში განსაკუთრებით ქსენოფობიას იწვევს. ყველას ეშინია, რომ როგორც ერი გადაგვარდება, მინიმუმ ანთროპოლოგიურად მაინც. ესპანელებს ეს არ აწუხებთ. მაგათთვის ჰომოსექსუალისა და ტრანსსექსუალის დანახვა ქუჩებში უფრო უსიამოვნოა, ვიდრე მურთხი პერუელის.
ტოლერანტები არიან ძალიან. ბარშვები რომ აუჭყავდნენ, ხელს არ დაარტყამენ. შეგნებულად აუხსნიან, რომ უნდა გაჩუმდეს, თუ არადა, არც არაფერს არ ეტყვიან.
შეხედულებით ლამაზია ერია, მართალია ძნელია გამოარჩიო ამდენი ტურისტების ფონზე ვინაა ესპანელი და ვინ არა, მაგრამ მაინც გამოირჩევიან ახალგაზრდა კაფანდარა ესპანელები. ძირითადად ქერა, ღია ფერის თვალები, მაგრამ სასიამოვნოდ მუქი კანით.
სხვა ერის წარმომადგენლები, განსაკუთრებით მეზოამერიკელები და აფრიკული წარმოშობის ხალხები ხშირად არცხვენენ ქვეყანას, მაგრამ მაინც იტანენ მათ.
იქაურები მეუბნებოდნენ, პოლიციელს რომ უთხრა, ესა და ეს კაცი არალეგალია და ისე ცხოვრობს აქო, - "მერე რა იყოსო", იტყვის თურმე. მთავარი, არ მოიპარო, გადასახედბის გადაიხადო და თუ ბედნიერი იქნები, ისე როგორც ყველა ესპანელი, ჩათვალე, რომ შენც ესპანელი ხარ. :)