Sunday, April 3, 2011
უოცნებო თაობა
საოცარია, მაგრამ ახალგაზრდა თაობას სჭირს ერთი უცნაური რამ: ოცნება არ აქვს. ეს განაპირობა მხოლოდ და მხოლოდ იმან, რომ შედარებით მშვიდ გარემოში უწევთ ცხოვრება, ეს არაა ომების ეპოქა, ომის შვილების ეპოქა, ეს არის ომგამოვლილ მსოფლიოში მშვიდობის მოსურნე საზოგადოების ეპოქა. ადრე უფრო ხშირად არსებობდნენ ადამიამნები, რომელთაც კოსმონავტობა, ან თუნდაც დიდი ექიმობა უნდოდათ, მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიონალები ყოფილიყვნენ და სცოდნოდათ რაღაც მხოლოდ მათ გამორჩეულად კარგად. ახლა ერთადერთი ოცნება არსებობს, მატერიალური დოვლათის დაგროვება, მეცნიერებაში მხოლოდ მატერილაური მოსაზრებების გამო მიდიან, ამიტომაც რაღაცა დიდებულს და დიადს მეცნიერებაში, ჭეშმარიტად გენიალურს, ნაკლებად შეხვდები. ამერიკას კიდევ რა უჭირს, იმათ აქვთ თავად ოცნების იდეა და ეს ძალიან ეხმარებათ, თუ გინდა რაღაც, იშრომე და მიაღწევ და აუცილებლად რაღაცას უნდა მიაღწიო. ამ იდეით ბევრი ხდება მართლაც პროფესიონალი, თუმცა რა თქმა უნდა, აქაც მატერიალური ფაქტორი განმსაზღვრელია. პოეტური მოსაზრებები არავის არაფერი არ უნდა. საინტერესოა, მაგრამ თუ წლების წინ დათა თუთაშხიას ცხოვრების სტილი ამერიკელისთვის გაუგებარი იქნებოდა, რითი ცხოვრობს, რად უნდა ასეთი ცხოვრება და სხვების დახმარება, თუ სხვა შემოსავალი არ ექნება, დღეს ეს ვითარება ამერიკაშიც შეცვლილია, მაგალითისთვის სერიალ "ზებუნებრივის" პოპულარობაც კმარა, სადაც ვიღაცეები ისეთ პროფესიას ფლობენ, რომლითაც ფულს ვერ იშოვი და მათთვის ადამიანების დახმარება უმთავრესი მიზანია. ფაქტია, შურისძიება, როგორც მიზანი, მხოლოდ პირველ 2 სეზონს თუ ასაზრდოებს. ამითაც ცდილობენ, რომ როგორმე ადამიანებში გააღვივონ ჭეშმარიტი ოცნება, პოეტური აღმაფრენით და არა ოცნება მოხვეჭის მიზნით.
Subscribe to:
Posts (Atom)