Wednesday, December 15, 2010

დაღესტნელების თხოვნა

დაღესტნელები დღეს შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს და გადასცეს 14 000 იანი ხელმოწერილი არზა, რომელშიც ითხოვდნენ საქართველოსთან დაღესტნის შეერთებას, იმ მოტივით, რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ მათ გადაშენება ემუქრებათ.
საინტერესოა, იგივე მოთხოვნა ჩეჩნებმა წამოაყენეს 18-21 წლების დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის წლებში. ჩვენ მაშინ ისეთი ძლიერი სახელმწიფო არ ვიყავით და არ შეგვეძლო ასე ხელაღებით უცებ შეგვეერთებინა ეს ტერიტორია.
საქართველოს გაძლიერება ყოველთვის ნიშნავდა იმას, რომ მთელი კავკასია ძლიერდებოდა. ჭეშმარიტად კავკასიის დედაქალაქი იყო ყოველთვის თბილისი. თუ საქართველოს ულხინდა, ყველას ულხინდა კავკასიაში, ხოლო თუ უჭირდა, ყველას უჭირდა.
დღესდღეობით, საქართველოს მაინც სხვა კავკასიურ ქვეყნებთან შედარებით ყველანაირად უკეთესი მდგომარეობა აქვს, ქართველებს რუსებისგან განსხვავებით თუნდაც იმის უზრუნველყოფა მაინც შეუძლიათ, რომ ამ ადამიანებს საკუთარი ენის და ტრადიციების შენარჩუნებაში დაეხმარონ. ერთადერთი, რისი დაშვებაც არასწორი იქნებოდა, არის მათთვის აქ გადმოსახლების უფლების მიცემა. მართალია, დაღესტნელები, ოსები არ არიან და მათი მაგალითით დაღესტნელებზე მსჯელობა არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ ოსებს რომ ჩამოსახლების უფლება მივეცით, ამას კარგი არაფერი არ მოუტანია და დღეს სწორედ ასეთი უმადური ოსები ქმნიან გვედავებიან ტერიტორიას და გამოყოფას ითხოვენ. მაგრამ რუსეთის ყველა მცდელობას მაინც მოეღება ბოლო საქართველოს გაძლიერებასთან ერთად. ახლა ის დრო აღარ არის, რუსეთი როცა მოეხასიათებოდა, ხან ჩეხოსლოვაკიას და ხან უნგრეთს რომ შეუვარდებოდა ხოლმე. ახლა აღარც ის დრო არ არის, რომ ჩეჩნეთის ამბავი გაუვიდეს. ერთხელაც იქნება და ეგენი ისევ წამოყოფენ თავს, მაგრამ წამოყოფენ უფრო მძლავრად, იატაკქვესეთიდან გამოვა მათი ეროვნული მოძრაობა და ისეთ დროს და ისეთს დაიყვირებს, რომ ევროპამდე მიაღწევს ეგ ხმა და ოკეანის გადაღმაც შესმენილ იქნება

Tuesday, December 14, 2010

ჩემი საჯარო ლექციები


პარასკევს, ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში საჯარო ლექცია ჩავატარე თემაზე "ქაშქების მიგრაციის კვალი დასავლეთ საქართველოში". ეს თემა წავიკითხე ბარსელონაში. გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთ საქართველოს უძველეს ისტორიას ეხებოდა, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
ტრადიციულად, ჯვარის მე-2 სკოლაშიც წავიკითხე ლექცია. როგორც ჩემი მშობლიური სკოლა, სარგებლობს იმ პრივილეგიით, რომ პირველ რიგში იქ ჩავდივარ და ვუზიარებ ჩემს პირველ პედაგოგებს და სკოლის ახალგაზრდა თაობას ჩემს უახლეს იდეებს.
ასევე ჯვარის სათემო განათლების ცენტრის დირექტორის, მაია ჭანტურიას თხოვნით, შაბათს შევხვდი, ახალგაზრდული კლუბის წევრებს. თემატიკამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ლექციაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ძალიან მომეწონა, რომ ახალგაზრდები ასე აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პროცესებში. განსაკუთრებით, ის არის კარგი, რომ ყოველგვარ სიახლეს ეცნობიან და დროს და ცენტრი ხელს უწყობს მათ დროს აუწყონ ფეხი.