Sunday, July 24, 2011

არსებობს თუ არა საფრთხე, რომ თურქეთმა აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთ?

შესაძლებელია, თუ არა თურქეთმა სცნოს აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი. შეიძლება ძალიანაც უნდოდეს, ერთი მხრივ, მეორე მხრივ, რაში უნდა აწყობდეს. 1) თურქეთი პრორუსულად განწყობილი არასრდროს არ ყოფილა, პირიქით, ისტორიული მტრები არიან, ბოლოს და ბოლოს რუსეთმა თურქეთს კავკასიის რეგიონი წაართვა, ყველაზე მეტად კი საქართველოს. 2) აფხაზები თავად არ არიან პროთურქულად განწყობილი, თურქებს არ შეიძლება რომ ჰქონდეთ იმის იმედი, რომ უცებ აფხაზები, რომლებიც ყველასგან დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვიან ვითომ (რუსები კლანჭებში ყოფნა დამოუკიდებლობა გონიათ), უცებ რატომღაც თურქეთის მოყვარულები აღმოჩნდნენ, 3) თურქეთი თვითონ დასავლეთისკენაა ორიენტირებული, რამდენად გარისკავს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რასაც დაავლეტი არ ეთანხმება, 4) თუ მაინც აღიარებს, რაღაცის საფუძველზე ხომ უნდა აღიაროს, რას იტყვის მიზეზად, რომ ქართველებმა აფხაზების გენოციდი მოაწყვეს, მტკნარი სიცრუეა, სინამდვილეში პირრიქით იყო, ან იმას ხომ არ რომ აფხაზეთი უკვე ეთნოტერიტრიად იქცა და აქ მარტო აფხაზები ცხოვრობენ? რაში აწყობს, საქართველოსაც შეუძლია თქვას, რომ თურქწეთშიც არსებობს ქართული ეთნოტერიტორია და თან მისი ისტორიული ტერიტორია და უცებ მოსთხოვოს ეს ტერიტორიები თურქეთს. სხვა საქმეა, თურქეთი დაუთმობს თუ არა, მაგრამ ორმაგის სტანდარტების პოლიტიკას თურქეთი ისე ადვილად ვერ დააფიქსირებს საქართველოსთან მიმართებაში, როგორც რუსეთს შეუძლია. თან თურქებმა აშკარად რუსებივით დახვეწილად ტყუილის შეფერება არ იციან. მაინც აღმოსავლური ხალხია, ღირსებაზე რომ ფიქრობენ. ანუ ეს რომ თურქეთმა ჩაიდინოს რამდენიმე კუთხით უნდა წააგოს, ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ ემოციურ ფონზეც კი, როგორც ეს რუსეთმა გააკეთა, თურქეთი ამას არ ჩაიდენს.

Sunday, April 3, 2011

უოცნებო თაობა

საოცარია, მაგრამ ახალგაზრდა თაობას სჭირს ერთი უცნაური რამ: ოცნება არ აქვს. ეს განაპირობა მხოლოდ და მხოლოდ იმან, რომ შედარებით მშვიდ გარემოში უწევთ ცხოვრება, ეს არაა ომების ეპოქა, ომის შვილების ეპოქა, ეს არის ომგამოვლილ მსოფლიოში მშვიდობის მოსურნე საზოგადოების ეპოქა. ადრე უფრო ხშირად არსებობდნენ ადამიამნები, რომელთაც კოსმონავტობა, ან თუნდაც დიდი ექიმობა უნდოდათ, მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიონალები ყოფილიყვნენ და სცოდნოდათ რაღაც მხოლოდ მათ გამორჩეულად კარგად. ახლა ერთადერთი ოცნება არსებობს, მატერიალური დოვლათის დაგროვება, მეცნიერებაში მხოლოდ მატერილაური მოსაზრებების გამო მიდიან, ამიტომაც რაღაცა დიდებულს და დიადს მეცნიერებაში, ჭეშმარიტად გენიალურს, ნაკლებად შეხვდები. ამერიკას კიდევ რა უჭირს, იმათ აქვთ თავად ოცნების იდეა და ეს ძალიან ეხმარებათ, თუ გინდა რაღაც, იშრომე და მიაღწევ და აუცილებლად რაღაცას უნდა მიაღწიო. ამ იდეით ბევრი ხდება მართლაც პროფესიონალი, თუმცა რა თქმა უნდა, აქაც მატერიალური ფაქტორი განმსაზღვრელია. პოეტური მოსაზრებები არავის არაფერი არ უნდა. საინტერესოა, მაგრამ თუ წლების წინ დათა თუთაშხიას ცხოვრების სტილი ამერიკელისთვის გაუგებარი იქნებოდა, რითი ცხოვრობს, რად უნდა ასეთი ცხოვრება და სხვების დახმარება, თუ სხვა შემოსავალი არ ექნება, დღეს ეს ვითარება ამერიკაშიც შეცვლილია, მაგალითისთვის სერიალ "ზებუნებრივის" პოპულარობაც კმარა, სადაც ვიღაცეები ისეთ პროფესიას ფლობენ, რომლითაც ფულს ვერ იშოვი და მათთვის ადამიანების დახმარება უმთავრესი მიზანია. ფაქტია, შურისძიება, როგორც მიზანი, მხოლოდ პირველ 2 სეზონს თუ ასაზრდოებს. ამითაც ცდილობენ, რომ როგორმე ადამიანებში გააღვივონ ჭეშმარიტი ოცნება, პოეტური აღმაფრენით და არა ოცნება მოხვეჭის მიზნით.

Saturday, April 2, 2011

კომენტარები "ტრამალის მგელზე"

ამ ნაწარმოებმა რამდენიმე ქართული ლიტერატურული ნაწარმოები გამახსენა კითხვისას. მოცარტის და ჰალერის შეხვედრამ გაბაასების ჟანრი გამახსენა, ტრამალის მგლის მუდმივმა წუწუნმა ცხოვრებაზე გამსახურდიას აზრი ადამიანზე, რომელსაც სიყრმეში ჭაბუკობა წამოსწევია და ჭაბუკობაში სიჭარმაგე. საინტერესოა, მაგრამ რატომღაც ჩვენს დროში მოდაშია, ყველა ადამიანს თავი "ტრამალის მგელი" ეგონოს. ყველასგან განსხვავებული რაღაცით და უნიკალური. ოღონდ ბოლომდე არავინ იცის, რით არის უნიკალური, იმიტომ რომ ხშირად არც არაფრით არ არის და ამას ქვეშეცნეულად რომ გრძნობენ ადამიანები, ამიტომაც უჩნდებათ კომპლექსი, ჩვეულებრივობის კომპლექსი.
ტრამალის მგლობა ყველა განათლებული ადამიანის ოცნებაა, ამოხტეს ჩარჩოებიდან, არ გავდეს სხვებს, განსაკუთრებით დღეს, როცა სხვადასხვა კულტურებს შორის დამსგავსება იწყება და სრულიად სხვადასხვა სახელმწიფოებში ადამიანებს სულ უფრო მეტად და მეტად უჩნდებათ მსგავსი იდეალები. ყველგან ამას მათი ისტორიული ეთნოფსიქოლოგია ებრძვის, მაგრამ მენტალობის შეცვლა მაინც არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აი, თუნდაც, 10 წლის წინ ძველ ბიჭობა და კაი ბიჭობა ერთი და იგივეს ნიშნავდა, განსხვავებული აზრი არ არსებობდა. ახლა, კაი ბიჭი რომ თქვა, ამის ქვეშ ყველა სხვადასხვა რამეს მოიაზრებს, სულ მალე კი საერთოდ არავისთვის აღარ ექნება ამ სიტყვას ის სემანტიკა რაც ადრე ჰქონდა. არა იმიტომ რომ ფილოლოგიურად შეიცვალა რაღაც. მენტალურად შეიცვალა, სულ რაღაც 10 წელიწადში.
ერთადერთი შანსია, რომ მცირე ერებს საკუთარი ხელწერის გადარჩენის უნიკალური თვისება აქვთ. ყველაფერს საკუთარს ებღაუჭებიან და ელოლიავებიან ძლიერად.

Tuesday, February 15, 2011

არძინბა და შევარდნაძე

რამდენიმე წლის წინ ერთმა შევადრნმაძის დროინდელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც მამაჩემის მეგობარი იყო,მითხრა, რომ შევარდნაძეს აფხაზეთის ომი მიდინარეობის დროს შესთავაზეს არძინბას ლიკვიდაცია. კონკრეტულად რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფმა ოფიცერმა შესთავაზა. აფეთქება უნდა მომხდარიყო სადღაც რკინიგზაზე. მან სწორედ ამ პირის შუამავლობით შესთავაზა შევარდნაძეს. მაგრამ შევარდნაძემ უარი განაცხადა. შემდეგში იმ ოფიცერს როგორც ჩანს, ხელმძღვანელობამ გაუგო და რანგიც ჩამოართვეს და გადაასახლეს კიდეც.