კამიუს „კალიგულა“, როგორც მას კრიტიკოსები მიიჩნევენ, თვითმკვლელობის
ისტორიაა. მავანმა შეიძლება დასვას შეკითხვა, რაში დასჭირდებოდა კალიგულას ასე შორიდან
შემოვლა, თუ თვითმკვლელობა ჰქონდა ჩაფიქრებულიო და შესაბამისად, ნაწარმოების ასეთ ინტერპრეტირებას
შეიძლება წინააღმდეგობაც კი გაუწიოს. ვერაფერს იტყვი, ისტორიულადაც, თუ კალიგულას ძალაუფლების
ხარისხს გავითვალისწინებთ, მართლაც საეჭვო ჩანს. თუმცა ნაწარმოებში მრავლადაა არგუმენტები,
რომლებიც სწორედ ამას დაამტკიცებენ.
თუმცა მე უფრო იმას ვემხრობი, რომ კამიუს კალიგულას თვითმკვლელობა
კი არ ჰქონდა თავიდანვე ჩაფიქრებული, არამედ მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა: სად გადის
ადამიანის ძალაუფლების საზღვარი: რომის იმპერატორს, რომელიც თავისი დროისთვის ყველაზე
გავლენიანი ფიგურაა, მიჩნეულია, რომ ღმერთების შთამომავალია, უნდება შეამოწმოს, კიდევ
რა შეუძლია მიიღოს ამ ცხოვრებაში - რას აპატიებს მას კაცობრიობა და რის უფლებას მისცემს
და შესაბამისად, სანამდე გაიწევს მისი ძალაუფლება. მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება სწორედ
ამის შემოწმებას ისახავს მიზნად. მისი ისტერიული ხრიალი: „მთვარე მინდა, იმიტომ, რომ
არ შეიძლება მქონდეს“ იმ ადამიანის აგონიაა, რომელიც მიხვდა, რომ მის ძალაუფლებას შეიძლება
სამანი დაედოს. მაგრამ კალიგულამ იცის, რომ შეიძლება ძალაუფლებას ჰქონდეს საზღვარი,
მაგრამ თავისუფლებას, ყოველ შემთხვევაში სურვილის დონეზე მაინც, შეიძლება არც, და პირველ
რიგში, საკუთარი თავისადმი მტკიცების ტონის ამბობს: My Liberty no longer has any
boundaries. ამასთანავე იცი, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება თავისუფალი იყოს მხოლოდ
სხვის ხარჯზე - A man is always free at the expense of someone. გამოდის, თუ კალიგულას
თავისუფლებას საზღვარი არ აქვს, ის მთელი უსაზღვრო სამყაროს ხარჯზე თავისუფალია? მისი
მიზანიც ალბათ სწორედ ეს არის, მიაღწიოს თავისუფლებას მთელი სამყაროს ხარჯზე, მხოლოდ
ის იყოს თავისუფალი, მაგრამ არ შეუძლია, ვინ უნდა იყოს ის ღმერთი, რომ მე მასთან გატოლება
მომინდესო, ამბობს. გასაგებიცაა, რომაული რელიგია კალიგულას დროს ერთიან, ყოვლისმომცველ
ღმერთს არ იცნობს, კალიგულასთვის უცნობი იყო ცნება ასეთი ღმერთისა, რომ ყოფილიყო მისთვის
ქრისტიანობა ცნობილი, მას მხოლოდ ქრისტიანობა მოუნდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
თავად იქნებოდა ღმერთი, თუ არადა და შეშურდებოდა მაინც იმ ღმერთისა, რომელიც მასზე
ყოვლისმომცველი და მასზე თავისუფალი იქნებოდა.
დაბოლოს, მინდა ის ციტატები შემოგთავაზოთ, რომელიც მე პირადად მომეწონა.
მაპატიეთ, რომ ინგლისურ ენაზეა, ეს არც ორიგინალის ენაა და არც ქართული. მაგრამ თარგმანს
ვამჯობინე იმ ენაზე ამომეკრიფა, რა ენაზეც წავიკითხე.
Helicon: I never think, I am too intelligent for that
Caligula: To live Caesonia, to live, it's the opposite of love!
Helicon: It's extraordinary to be insignificant at this point. It ends by becoming unbearable.
Helicon: It requires a day to become a senator and ten years to make a worker
Caligula: But I'm very much afraid that it need twenty of
them to make a worker out of a senator
Helicon: They are guilty because they are subject to Caligula. Now, everyone is subject to Caligula.
Caligula: You are pure in what is good, while I am pure in evil
Caligula: You know of solitude? That of poets and powerless
Caesonia: Teach us indifference which brings love to life again
Caligula: What is a tyrant?
Scipio: a deluded soul
Caligula: And it's easy for me to kill, the reason is it's not difficult for me to die
Cherea (to Caligula): I cannot hate you since I don't believe you are happy.
Cherea (to Scipio): to drive a young soul to despair is a crime which exceeds all those that he has committed so far.