Tuesday, December 14, 2010

ჩემი საჯარო ლექციები


პარასკევს, ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში საჯარო ლექცია ჩავატარე თემაზე "ქაშქების მიგრაციის კვალი დასავლეთ საქართველოში". ეს თემა წავიკითხე ბარსელონაში. გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთ საქართველოს უძველეს ისტორიას ეხებოდა, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.
ტრადიციულად, ჯვარის მე-2 სკოლაშიც წავიკითხე ლექცია. როგორც ჩემი მშობლიური სკოლა, სარგებლობს იმ პრივილეგიით, რომ პირველ რიგში იქ ჩავდივარ და ვუზიარებ ჩემს პირველ პედაგოგებს და სკოლის ახალგაზრდა თაობას ჩემს უახლეს იდეებს.
ასევე ჯვარის სათემო განათლების ცენტრის დირექტორის, მაია ჭანტურიას თხოვნით, შაბათს შევხვდი, ახალგაზრდული კლუბის წევრებს. თემატიკამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და ლექციაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ძალიან მომეწონა, რომ ახალგაზრდები ასე აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პროცესებში. განსაკუთრებით, ის არის კარგი, რომ ყოველგვარ სიახლეს ეცნობიან და დროს და ცენტრი ხელს უწყობს მათ დროს აუწყონ ფეხი.

No comments:

Post a Comment