ვფიქრობ, რა გავაკეთო, პირველ რიგში დავგეგმე ამ ერთი კვირის განმავლობაში, სად უნდა წავიდე, რომ რაც უფრო რელევანტურია ჩემთვის, იმათი ნახვა მოვასწრო სწორედ.
კვირა დღე თავისუფალი მაქვს, კონფერენცია მხოლოდ ორშაბათს იწყება, ამიტომაც მთელი დღე დავდიოდი ქალაქში.
ქუჩაში ყველგან შეიძლება ნახო წარწერა: La ciudad de Gaudi. პირველად ამიტომაც გახსენდება საგრადა დე ფამილია, მუდმივად მშენებარე და მუდმივად მაინც მიმზიდველი ყველასთვის.
არ მიფიქრია, რომ კოშკებში ავძვრებოდი და რომ ამ კოშკებს ფანჯრები ექნებოდათ და მე თანდათან ჩამოსვლა მომიწევდა ქვემოთ ფეხით. ჰოდა, ჩემს ფრიალა კაბასთან ერთად რა დღეში ვიქნებოდი. :))))
ქვემოთ, მუზეუმში ვნახე გაუდის ქანდაკება - დეგენერატები. საინტერესო ქანდაკებაა. იდიოტების ქანდაკება სიყვარულით გაკეთებული. :)
ბუნებისგან შთაგონებული გაუდი ხშირად არამხოლოდ ანთროპომორფულ გამოსახულებებს, არამედ ცხოველებს და მცენარეებს გამოსახავდა. ბარსელონაში ყველგან ნახავთ მისი ჭრელი ხვლიკის მოზაიკის სურათებს ტურისტებისთვის. საგრადა ფამილიაში ცალკე არსებობს პატარა მუზეუმი "გაუდი და ბუნება", სადაც ჩანს, თუ როგორ კარგად იცნობდა გაუდი ბუნების კანონებს.
და რა თქმა უნდა კრიპტოგრამა, რომლის ციფრები 14 სხვადასხვა შემთხვევაში, 4 სხვადასხვა ციფრი ქმნის ჯამს - 33.
იმავე დღეს წავხეტიალდი გაუდის პარკში, არა პარკის, არამედ მისი სახლ-მუზეუმის სანახავად. ჭეშმარიტად გამორჩეული ადამიანის საცხოვრისია.
No comments:
Post a Comment