Wednesday, March 21, 2012

თედო დუნდუა: ბერძნულ-რომაული სამყარო და საქართველო _ წყაროთმცოდნეობითი ბაზა

ა) წყაროთმცოდნეობითი ბაზა _ ზოგადი დახასიათება. ისტორიის რეკონსტრუქციის ძირითადი მეთოდები. 1) კონკრეტული პერიოდისთვის საჭირო ნარატიული მასალა წარმოდგენილია ქართული და უცხოური (ძირითადად ბერძნულ-ლათინური) ძეგლებით. ქართული ნარატიული წყაროები შესაძლოა შეფასდეს შემდეგნაირად _ საინფორმაციო შეფარდებითი სიუხვე ანაქრონიზმებთან, აღრევებთან და რიგ შემთხვევაში დროის ხანგრძლივი მონაკვეთის `დაკარგვასთან~ ერთად, ფოკუსირება იბერიაზე და არა კოლხეთზე, ქართიზაციის პროცესების კვალდაკვალ ხდება კოლხური საისტორიო მეხსიერების დენონსაცია.
განსხვავებით ქართული საისტორიო ნარატივისგან, კლასიკური მწერლობა თანადროულია _ აქ წარმოდგენილია მაკონტროლებელი მასალა იბერიისთვის, ძირითადი _ კოლხეთისთვის.
სომხური წყაროებიდან საქართველოს შესახებ უმეტეს ინფორმაციას შეიცავს ფს. მოვსეს ხორენაცის ფალსიფიცირებული ისტორია.
2) დამატებით ინფორმაციას გვაწვდის ბერძნულ/ლათინურ/არამეულენოვანი ეპიგრაფიკული მასალა. სანდოობის ხარისხი ამ შემთხვევაში თითქმის აბსოლუტურია. ეპიგრაფიკული მასალა გვაუწყებს კონკრეტული ეკონომიკური წლის რიგ პერიპეტიებს.
3) არქეოლოგიური მასალა ძირითადი წყაროა პალეოეკონომიკური ისტორიის რეკონსტრუქციისთვის.
4) ნუმიზმატიკური მასალა _ როგორც ავტოხტონური ემისიები, ასევე იმპორტირებული მონეტები _ არის წყარო პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და რელიგიის ისტორიისთვის, ხშირ შემთხვევაში ის ავსებს წერილობითი წყაროების მონაცემებს.
5) ეთნოგრაფიული მასალა აუცილებელია წარმართული რელიგიის რეკონსტრუქციისთვის.
6) ლინგვისტური მასალა კი _ ქართველთა ეთნოგენეზის საკითხის შესასწავლად.
ყველა ტიპოლოგიის წყაროთა შეჯერება, ინდუქცია და დედუქცია, ასევე კომპარატივიზმი წარმოადგენს საქართველოს ძველი ისტორიის რეკონსტრუქციის მეთოდს.

ბ) ქართული და სომხური ნარატიული წყაროები _ არათანადროული საისტორიო მწერლობა. ქართული და სომხური ნარატიული წყაროები ძირითადად არათანადროული საისტორიო მწერლობითაა წარმოდგენილი. `მოქცევაÁ ქართლისაÁ~ ზეპირი საისტორიო ტრადიციის მოკლე დაფიქსირებაა (VIII ს.); `ქართლის ცხოვრების~ ადრეული ნაწილები _ ვრცელი თხრობა (VIII ს.), XI ს-ში ლეონტი მროველი ყოველივე ამის რედაქტირებას და ლიტერატურულ განვრცობას ახდენს, ეს არის პირველი ცდა წყაროთა პრიმიტიული შეჯერებისა. სომეხ სებეოსთან დაცული `ადრეული ისტორიის~ ტიპოლოგიური პარალელია `მოქცევაÁ ქართლისაÁ~; ფს. მოვსეს ხორენაცის (VII ს.) `სომხეთის ისტორია~ და `სომხური გეოგრაფია~ ავთენტურ ნაწილებთან ერთად ფალსიფიცირებულ ინფორმაციასაც შეიცავს.
გ) ანტიკური (ბერძნულ-რომაული) წყაროები საქართველოს შესახებ.
ანტიკური საისტორიო მწერლობა, ზოგადი დახასიათება. ანტიკური საისტორიო მწერლობა ძვ. წ. VI - ახ. წ. IV სს. დათარიღებული ბერძნულ და ლათინურ ენებზე შესრულებული საისტორიო თხზულებათა ერთობლიობა და დიალექტიკაა. ისტორიულმა მეცნიერებამ ყველგან განვითარების იდენტური ეტაპები განვლო: 1. ფაქტები არ ფიქსირდებოდა წერილობით, ისინი თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა, და, რაღა თქმა უნდა, გარკვეული დროის შემდეგ – საოცრად მახინჯდებოდა. 2. მერე დაიწყეს ამ უკვე დამახინჯებული ისტორიის ჩაწერა და პრიმიტიული გამართვა-მოწესრიგება, ყველასათვის გასაგები იყო მისი ხარვეზები. 3. მოვლენების თანამედროვეთა მიერ ისტორიული პროცესების აღქმა და ყოველივე ამის ნაშრომად წარმოდგენა ნამდვილი რევოლუცია იყო. 4. ბოლო ეტაპის არსი კომპლექსური კვლევის უპირატესობაში მდგომარეობს, საინფორმაციო სისტემაში ყველა ტიპის წყაროა ჩართული – ნარატიული და ეპიგრაფიკული მასალა, არქეოლოგიური თუ ნუმიზმატიკური ძეგლები, და აშ. მაშინ როდესაც კოლხეთის და იბერიის სამეფოები არსებობდა, და მათი ისტორიოგრაფიული მიღწევები მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სქემის I საფეხურს შეესაბამებოდა, ბერძნებს და რომაელებს საინტერესო ასპექტით III საფეხურისთვის მიუღწევიათ. რომ არა ანტიკური მწერლობა, დასავლეთ საქართველოს შესახებ გვეცოდინებოდა მხოლოდ ის, რაც არქეოლოგიურმა გათხრებმა მოგვცა. იბერიის ისტორია კი ანაქრონისტული და აღრეული ამბების უაზრო თხრობა იქნებოდა, და მეტი არაფერი.
წყაროს აღწერა აქ შემდეგნაირად ხდება: ავტორი, ქრონოლოგია, ნაშრომი, თემატიკა და ქრონოლოგია. ბიოგრაფიული შტრიხები – ინფორმაციის მიღების ა) პირდაპირი გზა (ეკონომიკური სისტემის და ინფორმაციის რეცეპიენტის სინქრონიზაციის პირობებში); ბ) არაპირდაპირი გზა (ნარატიული და დოკუმენტური წყაროები). ცნობები საქართველოს (ქართლი/იბერია და კოლხეთი/ეგრისი > ლაზიკა/ეგრისი) შესახებ გადმოიცემა შემდეგი ქვეპუნქტების მიხედვით: ა) პოლიტიკური რუკა; ბ) კონსტიტუციური მოწყობა; გ) ინსტიტუციური მოწყობა; დ) სოციალური ურთიერთობები; ე) ეკონომიკა; ვ) რელიგია. ზოგი კატეგორიის ინფორმაცია თითქოს თემის გარეთ რჩება, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური გაცნობიერების მაღალი ხარისხი უკვე თავისთავად მეტყველებს ელინების და რომაელების კარგ ინფორმირებულობაზე.
ბერძენი ლოგოგრაფოსები საქართველოს შესახებ. ბერძენი ლოგოგრაფოსებიდან საქართველოს შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. VI-V სს.) და ჰელანიკე მიტილენელი (ძვ.წ. V ს. II ნახ.). ჰეკატეოსის თხზულებაა `დედამიწის აღწერილობა~, ხოლო ჰელანიკე მიტილენელის ნაშრომია `ტომთა და ქალაქთა დაფუძნება~. ორივე თხზულება დაცულია ფრაგმენტების სახით. სავარაუდოა ინფორმაციის მიღების პირდაპირი გზა (?). ა) მათი ცნობების მიხედვით, დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური რუკა შემდეგნაირად გამოიყურება: ჩრდილო კოლხეთის მოსახლეობიდან ასახელებენ ჰენიოხებს, კორაქსების კოლხურ ტომს, მათთან ერთად _ კორაქსიკეს მხარეს და კორაქსების კედელს, კოლებს და კოლიკეს; სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ზანური მოსახლეობიდან _ ტიბარენებს, მოსინიკებს, მარებს და მაკრონებს. ბ) კონსტიტუციური მოწყობა შემდეგნაირად გამოიყურება: კოლხეთის ეკონომიკური სისტემაში ჰენიოხების, კორაქსების, კოლების და კოლხების . . . პროტოფეოდალური სახელმწიფოებია; კოლხები, ალბათ, კონფედერაციის ჰეგემონები არიან (?).
გ) _ დ) სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოიხსენიება ქალაქები, რაც წარმოადგენს არაპირდაპირ ინფორმაციას აქ ფუნქციურ და სოციალურ სტრატიფიკაციაზე. ე) სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ზანური ქალაქების დასახელება კონკრეტული ეკონომიკური დონის ინდიკატორია.
ჰეროდოტე ჰალიკარნასელი (დაახლ. ძვ. წ. 484 - 425 წწ.). მისი თხზულებაა `სპარსული ომების ისტორია~. ჰეროდოტე კონცენტრირებულია ბერძენ-სპარსელთა ომების თხრობაზე ძვ. წ. V ს-ში, დრამის მონაწილე მხარეთა ისტორია კი უძველესი დროიდან 478 წ. ამბებამდეა მოყვანილი. ავტორს გააჩნია ინფორმაციის მიღების როგორც ა) პირდაპირი გზა, ასევე ბ) არაპირდაპირი (ჰეროდოტეს წყაროები). ჰეროდოტესთან ხდება ქართველური ეკონომიკური სისტემების ფიქსაცია. მოიხსენიებიან კოლხები და სასპერები, იგივე იბერები. ა) კოლხები და სასპერები ორი ეკონომიკური სისტემის შესაბამისი ეკონომიკურად აქტიური სოციალური სტრუქტურებია, პოლიტიკურად დეზინტეგრირებულნი. საკუთრივ კოლხები და მათი მეზობლები კავკასიონამდე რამდენიმე პოლიტიკური ერთეულს ქმნიდნენ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში; ტიბარენები, მოსინიკები და მაკრონები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ჭანური მოსახლეობაა XIX სატრაპიაში; მოსხები ასევე XIX სატრაპიაში მოიაზრებიან; საკუთრივ სასპერების ავტონომიური სოციალური კონტრაქტი – XVIII სატრაპიაში. ბ) ფაზისზე მცხოვრები კოლხები ჩანს რომ ნებაყოფლობით Aძღვენს უგზავნიან აქემენიდებს; სხვები – ქსერქსეს ლაშქარში იხსენიებიან. გ) – დ) – ე) კონკრეტული მხარეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე არაპირდაპირი მითითებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამხედრო ინდუსტრიის შესახებ ინფორმაცია. მოიხსენიება ხის და მოწნული მუზარადები, ტყავის ფარები, შუბები და დანები; ასევე გვაქვს ცნობა მსუბუქი მრეწველობის შესახებ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, კერძოდ სელის წარმოებასთან დაკავშირებით. ვ) რაც შეეხება რელიგიას და ადათ-წესებს, კოლხებში თურმე წინდაცვეთის წესი არსებულა.
ქსენოფონტე ათენელი (დაახლ. ძვ. წ. 430 - 355 წწ.). ქსენოფონტეს თხზულებაა `ანაბაზისი~, რომელშიც ასახულია ძვ. წ. 401 წ. აქემენიდურ იმპერიაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ კონფლიქტში მონაწილე 10000 ბერძენი მოქირავნის უკანდახევა მესოპოტამიიდან ტრაპეზუნტისკენ. ავტორს გააჩნია ინფორმაციის მიღების პირდაპირი გზა, რადგან ის არის ლაშქრობის სტრატეგოსი. ქსენოფონტესთან აღწერილია ზემო კოლხეთი – ლაზური კლანები კლასიკურ ხანაში. ა) სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკური რუკა შემდეგნაირად გამოიყურება: კარდუხები, ფასიანები, ხალიბები, ჰესპერიტები, ტაოხები, შკვითინები, მაკრონები, კოლხები, მოსინიკები, ტიბარენები, ხალიბები, დრილები. ფასიანები და აეტიდები რიონის ხეობაში ფიქსირდებიან. ბ) კონსტიტუციური მდგომარეობა შემდეგია: პროტოფეოდალური `აბსოლუტიზმი~ (?) რიონის ხეობაში; კლანური სისტემა და პროტოფეოდალიზმის ადრეული სტადია სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. გ) – დ) რიონის ხეობაში ჩანს პროტო-ფეოდალური ტიპის სოციალური ურთიერთობები; ასევე _ სუსტი სოციალური სტრატიფიკაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ე) ზემო კოლხეთის ეკონომიკიდან განვითარებულია სამთამადნო საქმე, კერამიკული წარმოება, მშენებლობა, ხე-ტყის მრეწველობა, მარცვლეული და ტექნიკური კულტურების მოყვანა, მესაქონლეობა, მეთევზეობა მეფუტკრეობა. სინოპე, კოტიორა, კერასუნტი და ტრაპეზუნტი ზემო კოლხეთის სამრეწველო პარტნიორებია; აქ ფიქსირდება პონტოს ეკონომიკური სისტემის ფორმირების დასაწყისი. არსებობდა ფულადი მეურნეობის არასამონეტო ტიპი. ვ) რელიგიის თვალსაზრისით შემონახულია ცნობა ქურუმებისა და სარიტუალო ცეკვების შესახებ.
ადრეელინისტური ხანის ავტორებიდან ფსევდო სკილაქს კარიანდელი და ჰერაკლიდე მოგვითხრობენ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ელინური პოლისების შესახებ. I. ფს. სკილაქს კარიანდელი (ძვ. წ. IV ს.). `დასახლებული ევროპის, აზიის და ლიბიის ზღვების პერიპლუსი~. ავტორს გააჩნია ინფორმაციის მიღების ა) პირდაპირი გზა, და ბ) არაპირდაპირი გზა (სკილაქს კარიანდელის (ძვ. წ. VI - V სს.) პერიპლუსი და სხვ.). ა) აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსახლეობენ ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკეს ტომი . . . კოლხები (დიოსკურიიდან მდ. აფსაროსამდე და ჰინტერლანდში); სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში – ტიბარენები და მოსინიკები. ბ) კოლხეთი ეკონომიკური სისტემაა, ჰენიოხების, კორაქსების, კოლების და კოლხების სოციალური კონტრაქტები პროტოფეოდალური სახელმწიფოებია; კოლხები, როგორც ჩანს, კონფედერაციის ჰეგემონები არიან; დასახელებულია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ელინური პოლისები – დიოსკურია, გიენოსი და ფაზისი. გ) _ დ) _
ე) ავტორი ასახელებს როგორც შავიზღვისპირა ელინურ ქალაქებს, ასევე დიდ ბარბაროსულ ქალაქს ჰინტერლანდში. II. ჰერაკლიდე. ძვ. წ. IV ს-ის შემდეგი ხანის ავტორი (ფს. ჰერაკლიდე/არისტოტელე). `პოლიტიები~. ინფორმაციის მიღების პირდაპირი (?) გზა ალბათ, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვერ ვასახელებთ პერიოდს და ავტორს. `ფაზისელთა (სახელმწიფო წყობილებიდან). ფაზისში თავდაპირველად ჰენიოხები ცხოვრობდნენ, კაციჭამია და ადამიანთა ტყავისგამხდელი ტომი. შემდეგ კი – მილეტელები. ხოლო ესენი სტუმართმოყვარენი არიან, ისე რომ ამარაგებენ მათ, ვისაც გემები ეღუპებათ. 3 მნას აძლევენ (მილეტელებს ესენი) და ზღვითვე მიემგზავრებიან.~ ა) ბ) ამ ცნობიდან ჩანს, რომ ფაზისი პოლისია, რომელსაც უნდა ჰქონოდა ოლიგარქიული ან დემოკრატიული კონსტიტუცია. გ) _ დ) _ ე) ეკონომიკის თვალსაზრისით საინტერესოა ცირკუმპონტოური საკაბოტაჟო ნაოსნობის სერვისის და ფულადი მიმოქცევის შესახებ ცნობა.

ელინისტური ხანის ავტორებიდან საქართველოს შესახებ ცნობებს გვაწვდიან პოლიბიოსი, დიოდორე სიცილიელი და ნიკოლოზ დამასკელი. I. პოლიბიოსი ძვ. წ. II ს. ავტორია, მის თხზულებაში `ისტორია~ აღწერილია მსოფლიო ისტორია – ძვ. წ. III - II სს. ამბები. ავტორს გააჩნია ინფორმაციის მიღების, ძირითადად, პირდაპირი გზა. ა) პოლიტიკური რუკის შესახებ ამ ავტორს თითქმის არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. ბ) ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ აკუსილოხი – კოლხეთის ჰიპოთეტური მეფე, რომელიც მცირე აზიაში ფარნაკე I გამო ატეხილი დიდი ომის მონაწილეა სავარაუდოდ (?) და შესაბამისი ზავის გარანტი. გ) _ დ) _ ე) დაფიქსირებულია პონტოს ქვეყნების ექსპორტი: ძირითადად აქედან გადიოდა მსხვილფეხა საქონელი, თაფლი, ცვილი, დამარილებული თევზი და მონები. II. დიოდორე სიცილიელი არის კეისრის და ავგუსტეს თანამედროვე. მისი თხზულებაა `ისტორიული ბიბლიოთეკა~, რომელშიც აღწერილია მსოფლიო ისტორია – აღმოსავლეთი, საბერძნეთი და რომი _ მითიური ხანიდან კეისრის მიერ გალიის დაპყრობამდე. ავტორს გააჩნია ინფორმაციის მიღების როგორც ა) პირდაპირი გზა, ასევე ბ) არაპირდაპირი გზა (დიოდორეს წყაროები). ნაშრომი შეიცავს კომპილაციური ხასიათის ცნობებს (მაგ. ქსენოფონტედან) დასავლურქართულ კლანებზე. III. ნიკოლოზ დამასკელი წელთაღრიცხვების მიჯნის ავტორია. მისი ნაშრომი `ისტორია~ დაცულია ფრაგმენტების სახით, აღწერს ისტორიულ მოვლენებს დასაბამიდან ძვ. წ. 4 წ-მდე. ავტორს გააჩნია ინფორმაციის მიღების როგორც ა) პირდაპირი გზა, ასევე ბ) არაპირდაპირი გზა (ნიკოლოზ დამასკელის წყაროები). მასთან დაცულია ცნობა ევპატორის მიერ ქიოსელთა კოლხეთში გადასახლების მცდელობის შესახებ. ა) ბ) ნიკოლოზ დამასკელთან კოლხეთი წარმოადგენს ეკონომიკურ სისტემას, თუმცა კონსტიტუციური თვალსაზრისით ის პონტოს სამეფოს სატრაპიაა. გ) _ დ) წყაროდან ვიგებთ ევპატორის სოციალური პოლიტიკის, კერძოდ ელინური სტრატას გაძლიერების სურვილის შესახებ.
კოლხეთის და იბერიის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს სტრაბონ ამასიელის (დაახლ. ძვ. წ. 64 - ახ. წ. 24 წწ.) `გეოგრაფია~. ნაშრომში წარმოდგენილია კომპლექსური (ისტორიული და გეოგრაფიული) და `მრავალფენიანი~ ინფორმაცია კოლხეთსა და იბერიაზე. `გეოგრაფია~ ქრონოლოგიური კუთხით `მრავალფენიანი~ ძეგლია, ფაქტების ზედა ქრონოლოგიური ზღვარი 18/19 ან 19/20 წწ-ია. სტრაბონს გააჩნია ინფორმაციის მიღების როგორც ა) პირდაპირი გზა, კერძოდ ის არის ნაწილობრივ აღწერილი კონიუნქტურის და ამბების თანამედროვე, ასევე ბ) არაპირდაპირი გზა (`გეოგრაფიის~ წყაროები). ა) ავტორის მიხედვით, კოლხეთი ეკონომიკური სისტემაა, პონტოს სამეფოს სტრატეგია/სატრაპია; დიოსკურიის ზემოთ ცხოვრობენ ავტონომიური კლანები; მოხსენიებულია იბერიის სამეფო; პარიადრე, ხოტენე და გოგარენე არმენიის სამეფოს შემადგენლობაში მყოფი ქართული ტერიტორიებია; ზემო კოლხეთი პონტოს ეკონომიკური სისტემის ნაწილია. ბ) კოლხურ პროტოფეოდალურ `აბსოლუტიზმს~ (?) ჯერ ფედერაცია, შემდგომ კი, საერთოდ, პონტოელი სატრაპი ცვლის. იბერიის კონსტიტუციური მოწყობის შესახებ ინფორმაცია არქაული ხასიათისაა, ბასილევსი არასრული რეგალიით იყო არა სტრაბონის დროს, არამედ უფრო ადრე. გ) მსხვილი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულები კოლხეთში სკეპტუხიებია, მოგვიანებით ხდება სკეპტუხთა `გამთავრება~; იბერიაში ფუნქციონირებს ცენტრალური და სამხარეო სასამართლო ხელისუფლება, არსებობენ მხედართმთავარი და ქურუმები მოსამართლის რეგალიით, რაც ფუნქციურ გაორებაზე მიუთითებს, მიწათმოქმედები ამავე დროს მეომრებიც არიან და `მილიციას~ ქმნიან. დ) კოლხეთსა და იბერიაში პროტოფეოდალური ტიპის სოციალური ურთიერთობებია. ე) კოლხეთის ეკონომიკის დარგებიდან განვითარებულია ფერადი მეტალურგია, ხე-ტყის მრეწველობა, ტექნიკური კულტურების მოყვანა; ზემო კოლხეთში _ მეთევზეობა და მეფუტკრეობა. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არსებობს მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრები. სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ელინური ქალაქები კოლხეთის ინდუსტრიულ სავაჭრო პარტნიორებს წარმოადგენს. იბერიაში კერამიკული წარმოება, მშენებლობა და სარწყავი მეურნეობაა, გვაქვს ცნობები ქალაქების დაგეგმარების შესახებ. ავტორი გვაცნობს საერთაშორისო ტრანზიტს, ინდური საქონლის ევროპისთვის მიწოდების მარშრუტს: ინდი > ბაქტრა > ოქსი > კასპია > კირნოსი > ფაზისი. ვ) რელიგიის ისტორიის თვალსაზრისით საინტერესოა იბერიაში ქურუმების და ლევკოთეას ტაძრის მოხსენიება.
`მითრიდატეს ისტორიკოსები~ და მათი რემინისცენციები – პლუტარქე ქერონეელი და აპიანე ალექსანდრიელი. მათ თხზულებებში აღწერილია პანევროპული ომები, კოლხეთი და იბერია ამ კონიუნქტურაში. I. პლუტარქე ქერონეელი (დაახლ. 46 - 127 წწ.). მისი თხზულებაა `პარალელური ბიოგრაფიები~. აქ ავტორი დიდ ბერძნებს და რომაელებს ერთმანეთს ადარებს. რომაელი სარდლების სულას, ლუკულუსის, პომპეუსის და კეისრის ბიოგრაფიებში დაცულია ძალზედ საინტერესო ინფორმაცია კოლხებსა და იბერებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ელინისტური სამყაროს უკანასკნელ გაბრძოლებაში რომის ჰეგემონიის წინააღმდეგ – ეს მითრიდატული ომებია. ავტორს გააჩნია ინფორმაციის მიღების არაპირდაპირი გზა, ეს პლუტარქეს წყაროებია. ა) კოლხეთი ეკონომიკური სისტემაა, პონტოს სამეფოს სატრაპია; იბერია – პონტოს და არმენიის მოკავშირე, იბერი შუბოსნები მონაწილეობდნენ არტაშატის ბრძოლაში; იბერიის პლუტარქეს თანადროული სასაზღვრო პარამეტრები ასეთია – `იბერთა ტომი მოსხურ მთებამდე და პონტომდე აღწევს . . . მდინარე მტკვარი იბერთა მთებიდან გამოდის~; პონტოელთა ქვეშევრდომია ტიბარენთა ტომი, ზემო კოლხეთი პონტოს ეკონომიკური სისტემის ნაწილია. ბ) იბერთა სუვერენიტეტი რეალობაა მიდიური, სპარსული და მაკედონური იმპერიების პარალელურად, იბერი მეფის მძევლები მონაწილეობდნენ პომპეუსის ტრიუმფში. გ) _ დ) ლუკულუსის აგდებული დამოკიდებულება პონტოს იმპერიის სუბიექტების, მათ შორის კოლხების, სამხედრო შესაძლებლობებზე არაპირდაპირი ინფორმაციაა აქ სოციალურ და ტექნოლოგიურ შეფარდებით ჩამორჩენილობაზე; პლუტარქესთან მოთხრობილია პომპეუსის `კავკასიურ~ ექსპედიციაზე, ამასთან დაკავშირებით საუბარია იბერთა სამხედრო მსხვერპლზე, ყოველივე ეს არის არაპირდაპირი დემოგრაფიული მონაცემები იბერიაზე. ე) კოლხეთის ძირითადი პორტი მდ. ფაზისის შესართავია. II. აპიანე ალექსანდრიელი (დაახლ. 90 - 170 წწ.). მისი თხზულების _ `რომაიკა~ _ XII წიგნში (`მითრიდატიკა~) გადმოცემულია მითრიდატული ომების ისტორია. აპიანეს გააჩნია ინფორმაციის მიღების მხოლოდ არაპირდაპირი გზა _ ეს `მითრიდატიკის~ წყაროებია.
ა) აპიანესთანაც კოლხეთი ეკონომიკური სისტემაა, თუმცა პონტოს სამეფოს სტრატეგია/სატრაპია; იბერია პონტოს მოკავშირეა; მითრიდატეს მოკავშირენი არიან ხალიბები და ჰენიოხები; ტიგრანე არმენიელის ქვეშევრდომებია ხოტენები და იბერები. ბ) კოლხეთის კონსტიტუციური ევოლუცია ასეთია: პონტოს სამეფოს სატრაპია > ვასალური სამეფო, მითრიდატე ფილადელფოს ფილოპატორი კოლხეთის მეფეა; მოგვიანებით კოლხეთი კვლავ პონტოს სამეფოს სატრაპიაა, ბოლოს კოლხეთს განაგებს რომაელთა კლიენტი არისტარქე. იბერიაში პროტო¬ფეოდალური `აბსოლუტიზმია~ – იბერთა მეფეა არტოკე.
გ) კოლხეთის ინსტიტუციური მოწყობა პონტოურ იმპერიაში შემდეგი სახისაა: სკეპტუხები → სატრაპი → პონტოს მეფე. ხოლო იბერიაში მსხვილი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულებია, რომელთაც სათავეში უდგანან იბერი ჰეგემონები (ერისთავები?). დ) კოლხეთსა და იბერიაში პროტოფეოდალური ტიპის სოციალური ურთიერთობებია. ე) კოლხეთის ეკონომიკიდან დასახელებულია ფერადი მეტალურგია. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არსებული სავაჭრო ცენტრებია ფაზისი და დიოსკურია.
დიონ კასიოსი, კორნელიუს ტაციტუსი და Hისტორია Aუგუსტა – რომი და საქართველო. I. დიონ კასიოსი (დაახლ. 153 - 235 წწ.). დიონ კასიოსის `რომის ისტორიაში~, რომელიც მოგვითხრობს რომის შესახებ ენეასიდან 229 წ-მდე, ავტორს გააჩნია ინფორმაციის მიღების როგორც ა) პირდაპირი გზა, ასევე ბ) არაპირდაპირი გზა (დიონის წყაროები). ა) დიონ კასიოსი აფიქსირებს ორ ეკონომიკურ სისტემას ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე: კოლხეთის ეკონომიკური სისტემას და იბერიის კირნოსის (მტკვარი) ორივე ნაპირის მომცველ ეკონომიკური სისტემას. კასპიის კარები (დარიალი) წარმოადგენს იბერიის ჩრდილო საზღვარს; მოხსენიებულია მდ. კამბისის (ივრის) ქვემო წელი და კამბისენე (ქიზიყი); მახელონ-ჰენიოხიის სამეფო. ბ) კოლხეთი პონტოს სამეფოს სატრაპიაა, პომპეუსის ლაშქრობის შემდგომ – რომაელთა ვასალური ფედერაცია; ნახსენებია იბერთა მეფე არტოკე, პომპეუსის ოპონენტი და შემდგომ რომაელთა მეგობარი და მოკავშირე, იბერთა მეფე ფარნაბაზე, პუბლიუს კანიდიუს კრასუსის ოპონენტი (ძვ. წ. 36 წ.) და შემდგომ მოკავშირე. მითრიდატე იბერი ტიბერიუსის მოთხოვნით იჭრება არმენიაში, ერევა არმენია-პართია-რომის კვანძში, მისი ძე მითრიდატე, ფარსმანეს ძმა, იღებს არმენიას. იბერთა მეფე ფარსმანეს (ადრიანეს თანამედროვე) მიერ გადმოყვანილი ალანები არბევენ კაპადოკიას, ალბანეთს და მიდიას, ფარსმანე რომში ჩადის და მას ანტონინე პიუსი სამფლობელოს უდიდებს; მახელონ-ჰენიოხთა მეფე ანქიალეც რომაელთა მოკავშირეა, ის ტრაიანემ დაასაჩუქრა, ჰენი¬ოხთა მეფე (ავრელიუსის დროს) არმენიის აჯანყებულმა სატრაპ¬მა ტირიდატემ მოკლა, ალბათ, პრორომაული ორიენტაციის გამო. გ) _ დ) სოციალური ურთიერთობების შესახებ არაპირდაპირი ინფორმაციაა იბე¬რ `წარჩინებულთა~/`პირველთა~ მოხსენიება, ეს პროტოფეოდალური ცხენოსანი არისტოკრატიაა. ე) _ ვ) ფარსმანე კაპიტოლიუმში მსხვერპლს წირავს, როგორც ყველა წარმართი. II. პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი (55/6 - 126 წწ.). მის თხზულებაში `ისტორია~ გადმოცემულია ფაქტები 69 წ-ის სამოქალაქო ომიდან დომიციანეს სიკვდილამდე, ხოლო `ანალები~ ასახავს რომის ისტორიის 14 - 68 წწ. პერიპეტიებს. ტაციტუსს აქვს ინფორმაციის მიღების ა) პირდაპირი გზა და ბ) არაპირდაპირი გზაც (ტაციტუსის წყაროები). ა) ტაციტუსის ცნობებით, იბერია ეკონომიკური სისტემაა, ამ დროს ხდება ეკონომიკური სისტემის პოლიტიკური ინტეგრაციის რესტავრაცია (სამხრეთული ტერიტორიების დაბრუნება I ს. შუა ხანებისთვის); აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ასევე ეკონომიკური სისტემაა. ტაციტუსთან ჩანს პონტოს ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრირებული ჭანური მოსახლეობა, თავად პონტოს სამეფო პროვინციად იქცა, მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი შევიდა რომის იმპერიის შემადგენლობაში. ბ) რომაელთა ჰეგემონია ფიქსირდება თუნდაც იქიდან, რომ იბერთა, ალბანთა და რომაელთა სხვა მოკავშირეების უსაფრთხოების გარანტი ოთხი რომაული ლეგიონი დგას სირიიდან ევფრატამდე; ფარსმანე და მითრიდატე იბერები ტიბერიუსის მოკავშირეები არიან პართელების წინააღმდეგ არმენიისათვის ბრძოლაში, ალბანები და სარმატები იბერთა მოკავშირენი არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ რომაული ძალაუფლება მათზეც ვრცელდება; ტაციტუსთან მოთხრობილია ასევე სომხეთის იბერი მეფეების _ მითრიდატეს და რადამისტის მეფობის შესახებ; იბერიას ჰყავს რომანოფილი მეფე ფარსმანე; ოტონის ფლოტის ადმირალი ვინმე მოსხია, ანუ ქართველები საიმპერიო სტრუქტურებშიც ფიგურირებენ; რომაელთა მოკავშირე ჰენიოხები ნერონის დროს თავს ესხმიან სომხეთს; ანიკეტის აჯანყება განიხილება, როგორც ლაზთა გააქტიურება ტრაპეზუნტის მხარეში; ამასთან დაკავშირებით იხსენიებიან სედოხეზები და მათი მეფე მდ. ხობის შესართავთან. გ) _ დ) იბერთა ლაშქრის სტრუქტურა, ცხენოსნები და ქვეითები, არაპირდაპირი მითითებაა სოციალური სტრატიფიკაციის შესახებ; კიდევ უფრო ირიბი მითითებაა ყოველივე ამაზე შავ ზღვაზე მეკობრეობის არსებობის ფაქტი. ე) ეკონომიკის დარგებიდან ქართლში განვითარებულია `მძიმე~ მრეწველობა – საჭურვლის წარმოება. ჭანებში არსებობს გემთმშენებლობის, კერძოდ კამარების დამზადების, ტრადიცია. ვ) ავტორი იხსენიებს სამეფო ზავის რიტუალს და მასთან დაკავშირებულ მსხვერპლშეწირვას. III. Hისტორია Aუგუსტა წარმოადგენს იმპერატორთა ბიოგრაფიებს ადრიანედან ნუმერიანემდე. შედგენილია სხვადასხვა დროის ავტორთა კოლექტივების მიერ. ელიუს სპარტიანე, იულიუს კაპიტოლინე, ელიუს ლამპრიდიუსი, ვულკაციუს გალიკანე, სავარაუდოდ, დიოკლეტიანეს დროის ავტორებია (?); ტრებელიუს პოლიონი და ფლავიუს ვოპისკი ასევე ჰიპოთეტურად კონსტანტინე I დროის ავტორები არიან (?). არ არის გამორიცხული, რომ თხზულება იულიანე განდგომილის დროს შეიქმნა. შესაძლოა ის საერთოდ თეოდოსი I, ან ჰონორიუსის დროს `გამოქვეყნდა~. ნაშრომი წარმოადგენს რეალისტურ-აპოკრიფულ სინთეზს. ავტორებს გააჩნიათ ინფორმაციის მიღების არაპირდაპირი გზა (Hისტორია Aუგუსტა-ს წყაროები). ა) ამ წყაროს ცნობების მიხედვით ჩანს ლაზიკისა და იბერიის ეკონომიკური სისტემები. ბ) მოიხსენიება იბერთა მეფე ფარსმანე – ადრიანეს და ანტონინე პიუსის თანამედროვე; პაკორი, რომელიც ანტონინე პიუსმა ლაზებს `მისცა~ მეფედ. გ) _ დ) _ ე) იბერიაში განვითარებულია მსუბუქი მრეწველობა, იხსენიება მოოქრული წამოსასხამები, ფარსმანეს საჩუქარი ადრიანესთვის.
გეოგრაფიული ხასიათის ნაშრომებიდან შემორჩენილია კლავდიოს პტოლემაიოსის და კასტორიუსის აღწერები. I. კლავდიოს პტოლემაიოსი (დაახლ. II ს. 20 - 60-იანი წწ.). თხზულებას ეწოდება `გეოგრაფიული სახელმძღვანელო~. პტოლემაიოსს გააჩნდა ინფორმაციის მიღების როგორც ა) პირდაპირი გზა, ასევე ბ) არაპირდაპირი გზა (პტოლემაიოსის წყაროები). ა) _ ბ) კოლხეთი ეკონომიკური სისტემაა, ზღვისპირეთში იხსენიება შემდეგი სოციალური კონტრაქტები: ჰენიოხების, სუანო კოლხების და ლაზების; ჰინტერლანდში დასახელებული არიან მანრალები და ეკრიკტიკის ქვეყნის მცხოვრებნი. იბერია ეკონომიკური სისტემაა, მისი მომიჯნავე სოციალური კონტრაქტებია _ აღმოსავლეთით გერები (ჰერები?) და ჩრდილოეთით, ტუსკები (თუშები?) და სანარები (წანარები?). გ) _ დ) _ ე) ეკონომიკური ინფორმაცია ასეთია: აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ქალაქებია დიოსკურია/სებასტოპოლისი, აია (?), ფაზისი; სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ქალაქები და ნავსადგურებია რიძუსი, ტრაპეზუნტი, ფარნაკია, კერასუნტი. ჰინტერლანდში შემდეგი ქალაქებია – სარაკე (შორაპანი?), სურიონი (ვანი). იბერიის ქალაქებია – სურა, არტანისა, ძალისა, ჰარმაკტიკა. II. კასტორიუსი. IV ს. მას ეკუთვნის საგზაო რუკა – ე. წ. `პევტინგერის ტაბულა~. შემდგენელს გააჩნდა ინფორმაციის მიღების ა) პირდაპირი გზა და ბ) არაპირდაპირი გზა (კასტორიუსის წყაროები). აქედან ჩვენ ვიგებთ ქართულ-სომხური კომერციული ურთიერთობების რეალიზაციის მარშრუტს – არტაშატი > დილიჟანი > აღსტაფა > ყაზახი > რუსთავი > თბილისი (თპილადო) (!) > მცხეთა; აქ საუბარია აგრეთვე სატრანზიტო ე. წ. `შემოვლით გზაზე~ ერწოზე მცხეთისკენ; შავიზღვისპირა მაგისტრალზე სამხრეთ სანაპიროდან სებასტოპოლისამდე; სებასტოპოლის > არტაშატის გზაზე.
ფლავიუს არიანე – პონტოს ლიმესი. ფლავიუს არიანეს (დაახლ. 95-175 წწ.) თხზულებაა `პერიპლუს პონტი ევქსინი~ (131 წ. კაპადოკიის ლეგატის ფლავიუს არიანეს მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული კასტელუმების ინსპექციის საფუძველზე იმპერატორისადმი შედგენილი პატაკი). არიანეს გააჩნდა ინფორმაციის მიღების პირდაპირი გზა _ ის კაპადოკიის ლეგატია. ა) ზღვისპირა ზოლში, არიანეს მიხედვით, რომაელთა ჰეგემონიაა; ჰინტერლანდში მახელონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბასკების და სანიგების გაერთიანებებია; ძიდრიტები (ჭოროხის შესართავთან) იბერთა ქვეშევრდომებად იხსენიებიან. ბ) კონსტიტუციური თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში რომაელთა კლიენტი ბასილევსები _ ანქიალე, მალასა, იულიანე, რესმაგა და სპადაგა მეფობენ. გ) _ დ) _ ე) მშენებლობა, ქალაქების რეანიმაციის დინამიკა, ვეტერანები და ვაჭრები ფაზისის ციხესთან _ ყველაფერი ეს წარმოადგენს ეკონომიკური ხასიათის ცნობებს. ვ) არიანე ასახელებს ფასიანურ ღვთაებას, აფიქსირებს იმპერატორის კულტის არსებობას და ქალაქ ტრაპეზუნტს ახასიათებს, როგორც ელინურ-ლაზურს. Lიმეს Pონტიცუს – რომაული საზღვარი ლაზიკაში ასეა აღწერილი: ცხენოსანი დამხმარე ნაწილები დიოსკურია/სებასტოპოლისში, ფაზისის გარნიზონი `არტილერიით~, რომაული კოჰორტები აფსაროსში.
გარკვეული კატეგორიის წყაროები ფრაგმენტულია ან აპოლიტიკური ხასიათისაა. ასეთია ჰიპოკრატეს, მემნონ ჰერაკლეელის, პომპონიუს მელას, პლინიუსის, იოსებ ფლავიუსის, ფლორუსის, იუსტინეს, ვიტრუვიუსის თხზულებები. I. ჰიპოკრატე (დაახლ. ძვ. წ. 460 - 356 წწ.). ბერძენი ექიმი, რომლის თვალთახედვის არეში კოლხები მოექცნენ არა პოლიტიკური, არამედ სულ სხვა თვალსაზრისით. მისი თხზულებაა `ჰაერთა, წყალთა და ადგილთა შესახებ~. მას გააჩნია ინფორმაციის მიღების ა) პირდაპირი გზა (ნამყოფია ფაზისზე), და ბ) არაპირდაპირიც (ჰიპოკრატეს წყაროები). კოლხეთში ზენოტიო კლიმატია, ცუდი ნაყოფი და წყალზე გამართული ხის და ლერწმის სახლები, არხები ქალაქებსა და ნავსადგურებში, რაზეც ერთ ხეში ამოღებული ნავებით დაცურავენ. ტანადი, სრული, სახე-ყვითელი და ზარმაცი ფაზისელები, როგორც ჩანს, არაჯანსაღი კლიმატის შედეგია. II. მემნონ ჰერაკლეელი. ამ ავტორის მოღვაწეობის თარიღი ზუსტად არ არის დადგენილი, ალტერნატიული ვარიანტებია – ძვ. წ. I ს., ძვ. წ. I ს. - ახ. წ. I ს., I - II სს. თხზულებას ეწოდება `ჰერაკლეის შესახებ~. ინფორმაციის მიღების ა) პირდაპირი გზაც აქვს და ბ) არაპირდაპირიც (მემნონის წყაროები). მითრიდატემ ომით დაიმორჩილა ფაზისის მიდამოების მეფეები კავკასიონის გადაღმა მდებარე ტერიტორიამდე; მითრიდატემ მოკავშირედ იბერი მეფე გაიხადა; მითრიდატეს დამარცხებული მომხრეები ნავებით პონტოს უკიდურეს აღმოსავლეთის მხარეებში გაიქცნენ, აქ კი სანეგები და ლაზები სახლობდნენ. III. პომპონიუს მელა (I ს. I ნახ.). `დედამიწის მდებარეობის შესახებ~. მას ინფორმაციის მიღების ა) პირდაპირი გზა აქვს, თუმცა ზოგჯერ არათანადროულ ვითარებას აღწერს, შესაბამისად ბ) არაპირდაპირი გზაც სახეზეა (მელას წყაროები). ა) კოლხეთი ეკონომიკური სისტემაა, სოციალური კონტრაქტებია კოლხები ფაზისზე, ჰენიოხები დიოსკურიასთან; პონტოს სისტემის ავტონომიური კლანებია ხალიბები, ტიბარენები, მოსინები; კასპიის უბის ზემოთ ცხოვრობენ ჰიბერები. ბ) კონსტიტუციური თვალსაზრისით საინტერესოა მოსინებში მეფეთა არჩევის წესი: მეფეებს კენჭის ყრით ირჩევენ, რაც არათანადროული ინფორმაციაა ალბათ. გ) _ დ) _ ე) ფაზისი თემისტაგორა მილეტელის მიერაა დაარსებული; მოსინები ხის კოშკებში ცხოვრობენ. ვ) ფაზისთან პომპონიუს მელა მოიხსენიებს ფრიქსეს ტაძარს. IV. გაიუს პლინიუს სეკუნდუსი (23/24 - 79 წწ.). Hისტორია Nატურალის. ინფორმაციის მიღების ა) პირდაპირი გზა, ასევე ბ) არაპირდაპირი გზა (პლინიუსის წყაროები). ა) პოლიტიკური რუკა შემდეგი სახისაა: კოლხეთი და იბერია ეკონომიკური სისტემებია; ჰენიოხები და ლაზები ცხოვრობენ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში; აქვე რომაული კასტელუმებია – სებასტოპოლისი და აფსაროსი. ბ) პლინიუსი ასახელებს კოლხთა ლეგენდარულ მეფე სავლაკს, აეტის ჩამომავალს. გ) _ დ) _ ე) ეკონომიკური თვალსაზრისით საინტერესოა გაძარცული პიტიუნტი და დაცარიელებული დიოსკურია – ზღვისპირა ცენტრების კრიზისი, სურიუმი (ვანი) ჰინტერლანდშია, ჰერმასტი (არმაზციხე) – იბერიაში, ტრანსკავკასიური სატრანზიტო მარშრუტის აღწერილობა არ არის აქტუალური (პლინიუსის დროს ის აღარ ფუნქციონირებდა). V. იოსებ ფლავიუსი (დაახლ. 37 - 95 წწ.). მისი თხზულება `იუდეველთა სიძველენი~ მოიცავს პერიოდს სამყაროს შექმნიდან ნერონამდე, იუდეის ისტორიას და მსოფლიო ისტორიას. იოსებ ფლავიუსის მეორე თხზულებაა `იუდეველთა ომები~. ავტორს გააჩნია ინფორმაციის მიღების ა) პირდაპირი და ბ) არაპირდაპირი გზებიც (იოსებ ფლავიუსის წყაროები). სიძვ. – ტიგრანეს შეატყობინეს, რომ ლუკულუსი მისდევდა მითრიდატეს, ვერ დაიჭირა, რადგან [მითრიდატე] იბერებთან გაიქცა და ახლა კი არმენიას უტევს და ანადგურებს (მითრიდატემ, ალბათ, თავი გუგარქის საპიტიახშოს შეაფარა – თ. დ.); ტიბერიუსის მიერ მოქრთამულმა იბერთა და ალბანთა მეფეებმა ალანებს გზა მისცეს თავის ქვეყანაზე, გაუღეს კასპიის კარები და თავს დაასხეს არტაბანს (პართიის მეფე – თ. დ.) . . . არტაბანმა კვლავ დაკარგა არმენია. ომები – იუდეველთა მეფე ჰეროდე აგრიპა I ს. 60-იან წწ-ში იუდეველებს რომაელთა უძლეველობას უმტკიცებს: `რა უნდა ვთქვა ჰენიოხთა, კოლხთა და ტავრთა ტომის შესახებ . . . მათ ხომ უწინ არ ჰყოლიათ საკუთარი დესპოტი, ახლა კი 3000 ჰოპლიტს ჰყავს ისინი მორჩილებაში და 400 გრძელმა ხომალდმა უწინ გაუვალი და ველური ზღვა მოათვინიერა.~ VI. პუბლიუს ანეუს ფლორუსი ტრაიანეს და ადრიანეს დროინდელი მწერალია. ის ავტორია რომის მოკლე ისტორიისა (ეპიტომა). აქვს ინფორმაციის მიღების მხოლოდ არაპირდაპირი გზა. აქ საუბარია შემდეგზე – კიზიკთან მითრიდატე დამარცხდა . . . მან კი მეზობელი ხალხები ჩააბა კონფრონტაციაში, მათ შორის იბერებიც . . . ტიგრანესთან საქმეების მოგვარების შემდგომ . . . პომპეუსმა დაამარცხა კოლხები, დააშინა იბერები . . . VII. მარკუს იუნიანუს იუსტინე (III ს.). იუსტინემ დაწერა პომპეუს ტროგის თხზულების – Hისტორიაე Pჰილიპპიცაე - ს – ეპიტომა. მას გააჩნია ინფორმაციის მიღების არაპირდაპირი გზა. აქ საუბარია იმაზე, რომ კოლხეთი მითრიდატემ მემკვიდრეობით მიიღო. VIII. მარკუს ვიტრუვიუს პოლიონი, ან ლუციუს ვიტრუვიუს მამურა. ძვ. წ. I ს. II ნახ. Dე Aრცჰიტეცტურა – `არქიტექტურის ათი წიგნი~. ინფორმაციაც თემატიკის შესაბამისია _ მოიხსენიება ოთხფერდსახურავიანი ხის კოლხური კოშკები.
დამატებითი ინფორმაცია – ეპიგრაფიკა. 1) ღეს Gესტაე Dივი Aუგუსტი –ანკარის მონუმენტი. ცნობები საქართველოს შესახებ – სხვებთან ერთად ავგუსტეს მეგობრობას იბერიის მეფეც ეძიებდა. 2) პიტიახშ შარაგასის, ზევახის ძის არამეული წარწერა. პასპორტი _ მცხეთა (არმაზისხევი). დათარიღება _ I ს. ცნობები საქართველოს შესახებ: ა) იბერია ეკონომიკური სისტემაა. ბ) იბერთა მეფე `მითრიდატე, მეფე დიდი, ძე ფარსმანისა, დიდი მეფისა~ – წარწერა ადასტურებს სამეფო რეგალიის რეალიზაციისთვის უპირატესი დომენის კონსტიტუციურ არსებობას; დიდი მეფე, მეფეთა მეფე აზიური საინტეგრაციო ზონის კონფედერაციულ სისტემასთან დაკავშირებული ტიტულებია და მასში იბერია ფორმალურად მონაწილეობდა. გ) ინსტიტუციური მოწყობის ასპექტით არის ცნობა ერისთავ/პიტიახშების შესახებ. დ) ეკონომიკაში ჩანს აგრარული სექტორის წოდებრივი პრიმატი. 3) ვესპასიანეს წარწერა. პასპორტი _ მცხეთა. დათარიღება _ 75 წ. ცნობები საქართველოს შესახებ – კეისრის მეგობარ და რომაელთა მოყვარულ იბერთა მეფე მითრიდატეს ვესპასიანემ `კედელი გაუმაგრა~. 4) ამაზასპის ეპიტაფია. პასპორტი _ რომი. დათარიღება _ II ს-ის დასაწყისი. ცნობები საქართველოს შესახებ – ტრაიანეს პართული ექსპედიციის მონაწილე იბერთა მეფე მითრიდატეს ძმა ამაზასპი ნიზიბინთან იღუპება. 5) არმაზის ბილინგვა. დათარიღება _ II ს. ცნობები საქართველოს შესახებ – ა) იბერია ეკონომიკური სისტემაა. ბ) მოიხსენიება იბერთა მეფე ფარსმანე, ასევე დიდი მეფე ხსეფარნუგი, რომის მოქალაქე პუბლიკიოს აგრიპა. გ) ინსტიტუციური მოწყობა _ დაფიქსირებულია ერისთავ/პიტიახშები და სპასპეტ/ეპიტროპოსი. დ) აქაც ჩანს აგრარული სექტორის წოდებრივი პრიმატი. 6) პლატეის ბრინჯაოს ფილა. დათარიღება _ II - III სს. მიჯნა. ცნობები საქართველოს შესახებ – გაიოს იბერი დოკუმენტურად დადასტურებული პირველი ქართველი ქრისტიანია, პლატეის საიდუმლო ქრისტიანული ორგანიზაციის წევრი. 7) Kა’ბა-ი ძარდოšტ-ის წარწერა ნაქშ-ი რუსტამში. ცნობები საქართველოს შესახებ – შაბურს ემორჩილება და ხარკს უხდის მახელონია და იბერია; იბერიის მეფეა ამაზასპი; შაბური ქვეშევრდომთათვის გარკვეულ მსხვერპლშეწირვას აწესებს. 8) ავრელიუს აქოლისის წარწერა. პასპორტი _ მცხეთა. დათარიღება _ IV ს. აქ იხსენიება არქიზოგრაფი (მხატვართუხუცესი) და ხუროთმოძღვარი ავრელიუს აქოლისი; კიდევ ერთხელ დადასტურებულია ორმაგი (რომის) მოქალაქეობა იბერიაში. 9) ეშერას წარწერა. დათარიღება _ ძვ. წ. III ს. ეშერას (დიოსკურიის პოლისს (?)) ვიღაცის წინააღმდეგ სამხედრო დახმარება გაუწია რომელიღაც სამეფომ და ქალაქმა ჰერაკლეამ (?). აქ საუბარია დიდ გამარჯვებაზე. 10) სურის (ვანის) წარწერა. დათარიღება _ ძვ. წ. III ს. ქალაქ სურიში (ვანი) თაყვანს სცემდნენ კოლხური პანთეონის ტრიადას – დედამიწას, მზეს და მთვარეს.
11) კაპიტოლიუმის სტელა. მადლიერი მითრიდატე ფილოპატორ ფილადელფოსი, მითრიდატეს ძე (კოლხეთის მეფე ძვ. წ. 84 წ. (?)) თავის მეგობარ და მოკავშირე რომაელ ხალხს ელჩებს უგზავნის; და სხვ. აგრეთვე უამრავია ბერძნულწარწერიანი არტიფაქტები.
ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ წყაროთმცოდნეობითი ბაზის გაფართოების ყველაზე რეალური გზა სწორედ ეპიგრაფიკული ძეგლების პერსპექტიული აკუმულაციაა.

ბერძნულ-რომაული სამყარო და საქართველო _ წყაროთმცოდნეობითი ბაზა

No comments:

Post a Comment